ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქე, ალირეზა აკბარი ჯაშუშობისთვის ირანში სიკვდილით დასაჯეს

გამოქვეყნდა:

ალირეზა აკბარი, ბრიტანეთისა-ირანის ორმაგი მოქალაქე და ირანის ყოფილი თანამდებობის პირი, სიკვდილით დასაჯეს - ამის შესაეხებ ინფორმაციას CNN ავრცელებს და ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გამოცემა Mizan-ს ეყრდნობა. 

გამოცემის ცნობით, აკბარის სასიკვდილო განაჩენი გამოცხადდა 11 იანვარს, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.

„ბრალდებულის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის წარდგენის შემდეგ, საქმე გადაეცა სასამართლოს და სხდომა გაიმართა ბრალდებულის ადვოკატის თანდასწრებით და ამ პირის საქმეში არსებული მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე, მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

ირანული რეფორმების მომხრე გამოცემა Shargh Daily-ის ინფორმაციით, აკბარი იკავებდა ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და იყო სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ასევე სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელმაც განახორციელა გაეროს რეზოლუცია, რომელმაც დაასრულა ირან-ერაყის ომი. 

არებული ცნობებით, აკბარი 2019 წელს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი