
„როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "The New York Times", რომელში საუბარია საქართველოს როლზე რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლური სანქციების გვერდის ავლაში მოსკოვს საქართველო ეხმარება.
უკრაინის ომმა რუსეთის სავაჭრო კავშირები ევროპასთან მოულოდნელად გაწყვიტა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა ადაპტირება და იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 3,6 მილიონიანი მოსახლეობით, რომელმაც საკუთარი მტკივნეული ომი გადაიტანა მოსკოვთან 2008 წელს - რუსეთსა და გარესამყაროს შორის მოსახერხებელ ლოჯისტიკური არხად ჩამოყალიბდა.
საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების, მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით, რუსეთს უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ქარიშხლის გადალახვაში დაეხმარა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ბუნდოვანია, აშკარა კოლაფსი, რომელიც ზოგიერთმა ეკონომისტმა იწინასწარმეტყველა დასავლეთის სანქციების პირობებში, არ შედგა.
შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად ექვემდებარება საქართველოზე გადასასვლელი ევროპული ტვირთი ევროკავშირის სანქციებს. მაგრამ რუსეთთან ვაჭრობის მხრივ საქართველოს, როგორც მთავარი რგოლის გამოჩენა ხაზს უსვამს პოტენციურ ხარვეზს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში",- ნათქვამია სტატიაში.