რამზან კადიროვს აშშ-ში შესვლა აეკრძალა - ვაშინგტონმა ჩეჩნეთის ლიდერს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-მ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და ეს გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე

აშშ-ს შავ სიაში კადიროვის გარდა მისი მეუღლე და შვილებიც მოხვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი