"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი "მთავრ არხთან" გუშინდელი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. და ამბობს, რომ რუსული ე.წ. თრეშ მუსიკის გამორთვის გამო, მასზე ქართველმა იძალადა.
"ისეთი თრეში რუსული მუსიკა იყო ჩართული, რომ ჩემი აზრით, არათუ შეუფერებელი, დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელის არის. ვერ მოვითმინე უბრალოდ, მივედი ამ ადამინებთან, ვუთხარი, რომ ეს სირცხვილია. აგრესიულად იყვნენ განწყობილები, უბრალოდ ავდექი და გამოვრთე ეს მუსიკა და გავაგრძელე გზა. შემდეგ ვიღაც პიროვნება, ქართველი ოღონდ, რომელიც ამის გამო აღშფოთდა დამეწია და დაიწყო ძალადობა. რომ არ გაჩერდა, გადავწყვიტე, პოლიციაში შევსულიყავი. არ უნდა დარჩეს ეს უბრალოდ ასე. იმიტომ, რომ არსი ამ ამბოს არის ის, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული შეურაცხმყოფელი, ჩემი აზრით, და იმედი მაქვს, რომ ამ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, რაღაც ე.წ. თრეშის გამორთვისთვის შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მე აღმოვჩნი უბრალოდ, იძალადონ. კი, მე მჯერა, რომ ეს არის რაღაც წითელი ხაზი ჩვენს საზოგადოებაში",- ამბობს კანდელაკი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს წევრს, გიორგი კანდელაკს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ თავისუფლების მეტროსთან ჩართული რუსული სიმღერა გამორთო. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ თავად კანდელაკმა მიაწოდა ინფორმაცია.
ავტორი: საბა ბუაძე
ამავე თემაზე: