"მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში" - კადიროვი

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის მეთაური, რამზა კადიროვი შვებულებაში წავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, "РИА Новости" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთის მეთაური კადიროვი შვებულებაში წავიდა, და მის მოვალეობას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ხუჩიევი ასრულებს.

"2023 წლის 12 იანვრიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხუჩიევ მუსლიმ მაგომედოვიჩს ვანდობ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობებს ჩემი შვებულების პერიოდში“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რუსული მედიის ცნობით, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი