"ვივა მედში" გერმანული "Spiegel-ის" ჟურნალისტები მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს კითხვები დაუტოვეს

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან გავლენიანი გერმანული გამოცემა "შპიგელის" ჟურნალისტები მივიდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და მისი სავარაუდო მოწამვლის საქმეზე მასალა ამზადებენ.

ჟურნალისტებმა კლინიკა "ვივა მედის" ადმინისტრაციას მიაწოდეს კითხვებიც, რომელსაც ისინი მიხეილ სააკაშვილს გადასცემენ.

"ახლა მოვიდა გერმანული ჟურნალის, "შპიგელის" წარმომადგენელი, რომელიც ინტერესდება, როგორც ჩანს სიუჟეტს ამზადებს ჩემს შვილთან დაკავშირებით", - თქვა გიული ალასანიამ.

მანამდე მიხეილ სააკაშვილთან დედა, გიული ალასანია იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი