საქართველო საერთაშორისო სკანდალში - მთავრობა ბრალდებებს უარყოფს

გამოქვეყნდა:

საქართველო უმძიმეს საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემლი საქართველოს ტერიტორიას სომხეთის შესაიარაღებლად იყენებს.

მინისტრები დღეს კითხვებს გაექცნენ. მათ არ ისურვეს განმარტებები გაეკეთებინათ იმ ბრალდებებზე, რომელიც აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს მისამართით ისმის. გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, სერბეთმა ოფიციალურ ერევანს თოვუზის რეგიონის დასაბომბი ნაღმსატყორცნები საქართველოს გავლით მიაწოდა. სააგენტო ასევე წერს, რომ სომხეთში შეიარაღება რუსეთიდანაც შევიდა, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით. სტატიაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ბაქო შეშფოთებულია. ამ ინფორმაციით შეშფოთებულია ქართული ოპოზიციაც.

აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, სომხეთი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის წინასწარ ემზადებოდა. ამას კი სწორედ საბრძოლო შეიარაღებით მომარაგება ადასტურებს.

სააგენტოს ცნობით, სერბეთიდან ნაღმტყორცნები გაიგზავნა. რუსეთიდან კი ასევე საქართველოს გავლით შევიდა კამაზის მარკის ავტომობილები, რომლებიც "გრადის" ტიპის იარაღითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული. ამ ინფორმაციას სააგენტო ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით არ ავრცელებს.

ქართველი ექსპერტების აზრით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, დაძაბულობის კერის საქართველოში გადამოტანა. ისინი მოუწოდებენ მმართველ გუნდს, არ გაეხვეს საერთაშორისო სკანდალში, რაც ისევ და ისევ საქართველოს აზარალებს.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ტრანზიტულად გაეტარებინა სამხედრო ტვირთი. მათი, შეფასებით ეს არ არის პრობლემა, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს მაინც ხედავენ. მათთვის გაუგებარია, რას ემსახურება ზერბაჯანის ხელისუფლებასთან აფელირებული მედიის მიერ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი დღის განმავლობაში არ გაუკეთებია ოფიციალური განამარტებები. დღის ბოლოს მხოლოდ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის წერილობითი კომენტარი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც გავრცლებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და სტატიაში არაობიექტურად არის აღწერილი ფაქტები, რითაც გამოცემას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი