უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

გამოქვეყნდა:

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია - ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს

განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში. ამავდროულად, ვინიცასა და ხმელნიცკიში ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შესახებ.

ლვოვის ოლქის ხელმძღვანელმა მაკსიმ კოზიცკიმ კი განაცხადა, რომ რეგიონზე შესაძლოა, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდეს.

ცნობისთვის, დღეს, 14 იანვარს ოკუპანტებმა ხარკოვი და კიევი დაბომბეს. რუსეთის თავდასხმის ობიექტები კვლავ კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი