მივმართავ სამთავრობო ელიტას, უარი თქვით 1 თვის ხელფასებზე და ნახევარი მლრდ გადაურიცხეთ სტიქიით დაზარალებულებს - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიან სტიქიას შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარონ. 

"დასავლეთ საქართველოში ეს დღეებია მძვინვარებს შტორმი, რომელმაც დაანგრია და დალეწა ყველაფერი, არის ადამიანთა მსხვერპლი, მიყენებულია უდიდესი რაოდენობის ზარალი. მთავრობის არც ერთი წევრი ამ ზონაში არ გამოჩენილა. მივმართავ სამთავრობო ელიტას, უარი თქვით ერთი თვის ხელფასებზე, ავტომანქანებით მომსახურებასა და ჯიპების ყიდვაზე გათავისუფლებული ნახევარი მილიარდი გადაურიცხეთ სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს" - ამბობს შალვა ნათელაშვილი

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოს რეგიონები კრიტიკულ მდგომარეობაშია. სტიქიამ გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. ასევე დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი