სააკაშვილის სია მაგნიტსკის აქტის ანალოგიით. ჩამონათვალში მოხვდება ყველა ის პირი, ვინც სხვადასხვა დროს ჩართული იყო და არის მესამე პრეზიდენტის წამებასა და შესაძლო მოწამვლაში. სიის სათავეში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა, რადგან ის უშუალოდაა პასუხისმგებელი დაპატიმრებული პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სრული ჩამონათვალი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
აქ მთავარი კიდევ ერთია. მესამე პრეზიდენტს საჯაროდ დაპირდა "მაგნიტსკის სიის" ავტორი, ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტი და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი ბილ ბროუდერი, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ამ დოკუმენტს ყურადღება მაგნიტსკის სანქციების დასავლური ქვეყნების მთავრობებმა მიაქციონ.
მაგნიტსკის აქტის სახელით ცნობილი კანონი მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადასა და დიდ ბრიტანეთს. ის პერსონალური სანქციებს დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც რუსეთში უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. სანქციების ჩამონათვალშია სავიზო შეზღუდვები და აქტივების გაყინვა. მაგნიტსკის სიის ავტორი მიიჩნევს რომ ამ კანონის ანალოგია - "სააკაშვილის სიის" სახელით, მესამე პრეზიდენტის წამების გამო უნდა შეიქნას.
ავტორი: ზურა პეტროსიანი