"ამერიკას ბაიდენი არ მართავს..." - "ოცნების" პროპაგანდა რუსული მეთოდებით

გამოქვეყნდა:

„ყველამ იცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს. ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს. ოჯახების გვარებს, წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა დეტალებს დღეს შეგნებულად არ გავშლი";

"დასავლეთში რეალური ძალაუფლება იმ კლანებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელშია, რომლებიც რესურსებს ფლობენ; ფაქტობრივად, ამერიკის სახელმწიფო მხოლოდ ნაჭუჭია უზარმაზარი კორპორაციების კონგლომერატისთვის“

პირველი განცხადება "ოცნების" პროპაგანდას ეკუთვნის - მისი ავტორი მმართველი პარტიის პროპაგანდისტი, ზაზა შათირიშვილია. მეორე განცხადება კი პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნოკოლაი პატრუშევის გაკეთებულია. 

ერთი და იგივე შინაარსის, სხვადასხვა სიტყვებით ნათქვამი ეს გზავნილები, შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ ეს პროპაგანდა პუტინის რეჟიმის ძირითადი დასაყრდენი და ანტიდასავლური კამპანიის მთავარი შემადგენელი ნაწილია. რომელსაც მმართველი პარტია წლებია აქტიურად იყენებს. 

კრემლისა და ოცნების პროპაგანდა იდენტურია ომში მყოფი უკრაინისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგაც.  ოცნება თვეებია იმეორებს კრემლისტურ ნარატივს - ე.წ. სუვერენული დემოკრატიაზე და სტრატეგიულ პარტნიორებს ყველა შენიშვნის საპასუხოდ აცხადებს რომ   - "ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცითო".  

ოპოზიცია, არასამთავრობოები და მედია, ივანიშვილის გუნდის განსაკუთრებული სამიზნეა და ებრძვის დეზინფორმაციის კამპანიის ყველა იმ მეთოდით, რომლითაც რუსეთში განსხვავებულ აზრს ახშობენ.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი