
სოლედარისა და ბახმუტისთვის ოკუპანტების არმიის ე.წ. ელიტა და დაჯგუფება "ვაგნერელები" იბრძვიან.
რატომ სოლედარი? - დონეცკის ოლქის ამ პატარა ქალაქის ხელში ჩაგდებით, უკრაინულ ჯარს - ბახმუტის დაცვა გაუჭირდება. სოლედარი ერთგვარი გასაღებია ბახმუტისთვის, რადგან მისი ოკუპაცია ზრდის საშიშროებას, რომ ბახმუტიც დაეცემა. ამასთან, ბახმუტი- სოლედარის დაპყრობა ოკუპანტ რუსეთს გზას უხსნის უკრაინის დასავლეთის ქალაქებისკენ. მათ შორისაა კრამატორსკი.
დონეცკის ამ პატარა ქალაქის ხელში ჩაგდება დიდ ბიზნეს ინტერესს უკავშირდება. სოლედარში აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სუფრის მარილის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, "არტემსოლი" მდებარეობს. მასზე კონტროლის აღება კი სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს სურს.
"როიტერსის" ცნობით, ამით პუტინის უახლოესი გარემოცვა მარილისა და თაბაშირის საბადოებს სრულად გააკონტროლებს. ბახმუტი და სოლედარი ახალი წელს ტყვიების წვიმასა და ცეცხლის ალში გახვეული შეხვდა. ფრონტის წინა ხაზზე ქართველები მებრძოლები გმირულად იბრძვიან.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი