რუსებმა დნიპროში კორპუსები დაბომბეს - ნანგრევებში სავარაუდოდ ადამიანები არიან მოყოლილი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა დნიპროში რაკეტებით საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია. ნანგრევებში კი სავარაუდოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან მოყოლილი.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

"დაშავებულებიდან სამი მძიმეა. ყველა ახლა საავადმყოფოშია", - განაცხადა მან

ამ დროისთვის ადგილზე საქალაქო სამსახურები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი