
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით,
დნიპროში რუსული რაკეტა 16 სადარბაზოიან სახლს მოხვდა, სადაც ჯამში დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.
მისი თქმით, დაჭრილთა რაოდენობა, 60 -მდე გაიზარდა, მათ შორის 12 ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, 1000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სჭირდება.