რუსეთმა დღეს ტყვეების გაცვლის პროცესი ჩაშალა - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 14 იანვარს რუსულ მხარესთან ტყვეების მორიგი გაცვლა იგეგმებოდა, თუმცა რუსებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და პროცესი გააუქმეს.

"აღსანიშნავია, რომ დღეს რუსულ მხარესთან ტყვეების მორიგი გაცვლა იგეგმებოდა. თუმცა, რუსების ინიციატივით ის ბოლო მომენტში გაუქმდა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზების გამოცნობა რთული არ არის", -  წერია უკრაინული მხარის განცხადებაში.

შტაბმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება გაათავისუფლებს ყველა პატიმარს, რომლებიც მიიღებენ კომპენსაციას რუსეთისგან მიყენებული ზიანისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი