რა შეგრძნებაა ჯალათის გვერდით ჯდომა? გრძნობთ თბილ სისხლს, როცა ხელს ართმევთ მას? - კისლიცა გაეროში კოლეგებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

შემდეგ ჯერზე, როცა მას ხელს ჩამოართმევთ, [რუსეთის წარმომადგენელს] იფიქრეთ დნიპროში რუსული რაკეტებით დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ! - ასე ეხმაურება გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცა​, დნეპრზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას.

twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კისლიცა კოლეგებს მიმართავს, რა შეგრძნებაა ჯალათის გვერდით ჯდომა სხდომათა დარბაზში:

 "რა შეგრძნებაა, რომ იყო ჯალათის გვერდით სხდომათა დარბაზში? გრძნობთ თუ არა თბილ და წებოვან სისხლს, როცა ხელს ართმევთ მას? შემდეგ ჯერზე, როცა ხელს ჩამოართმევთ, იფიქრეთ დნიპროში რუსული რაკეტებით დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ! დაფიქრდით. ეს მაშინ, როდესაც ჯალათები საუბრობენ რუსეთის ეკლესიაზე, რომელმაც აკურთხა რუსული ჯარი", - წერს კისლიცა

 

ცნობისთვის, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოდან და მთლიანად ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს.

​შეგახსენებთ, რომ  რუსებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავებულია 60 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. მაშველები ნანგრევებში ისევ ეძებენ ადამიანებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი