10 დაღუპული - დნიპროში მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. მისი ცნობით, ამ დროისათვის უკვე 10 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაშავებულია 64.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. უკვე ცნობილია, რომ ერთი დაღუპული 15 წლის მოზარდია.

რუსული სარაკეტო იერიშის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ნანგრევებში ადამიანების ძებნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი