ჯო ბაიდენის სახლში კიდევ რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დელავერის სახლში კიდევ 5 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.დოკუმენტები დაუყოვნებლივ გადაეცა იუსტიციის დეპარტამენტს. 

ჯო ბაიდენის ადვოკატის თქმით, დოკუმენტები ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტების დროინდელია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯამში ნაპოვნია 20-მდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში, ნაწილიო კი ბაიდენის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი