ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ცნობილია, რომ ბორტზე 72 პირი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა, ის დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

Reuters-ის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა 68 მგზავრი, მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეკიპაჟის ოთხი წევრი.

ადგილზე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას იღებენ ნეპალის ჯარისკაცები. მაშველები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.

ავიაკატასტროფის შემდეგ, პრემიერმინისტრმა საგანგებო სხდომა მიიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი