"ახალი სახეები" და აშკარა საკადრო კრიზისი -"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან ვინ არის 4 წლის განმავლობაში მათი მაჟორიტარი დეპუტატი. როგორც ჩანს, ლევან კობიაშვილს გლდანში საკუთარი  ამომრჩევლებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია და არც თავი დაუმახსოვრებია.

ამის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად კვლავ ლევან კობიაშვილი დაასახელა. მასთან კონკურენცია კი ოპოზიციიდან ნიკა მელიას მოუწევს. 

დედაქალაქის 8 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის ოთხი მერის კვოტიდანაა. კიდევ ერთ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს ნაძალადევის რაიონში შალვა ნათელაშვილი დაუპირისპირდება. 

პარლამენტში დაბრუნება გადაუწყვიტეს სოზარ სუბარსაც. მისი კონკურენტი ოპოზიციიდან ლევან ხაბეიშვილი იქნება.

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ახალ და ძველ სახეებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ 4 წლის წინ შუალედურ არჩევნებზე ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების გამო აკრიტიკებდა.

2016 წელს, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში, მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, დღეს კი უკვე "ოცნებაში" დაბრუნებული, მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ სამართლიანობისა და დემოკრატიის ერთადერთი გარანტი სწორედ ქართული ოცნებაა. 

ქართული ოცნების მიერ, დღეს წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ახალ სახეები თითქმის არ იყვნენ. გუბერნატორები, მინისტრები, ყოფილი და მოქმედი დეპუტატები - ასეთია მმართველი პარტიის არჩევანი.

ოპოზიციის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ხმების მოგროვებას. 

ძველ სახეებთან ერთად, მმართველ გუნდს დღეს პრეზენტაციაზე კიდევ უფრო ძველი აქცენტები ჰქონდა. მათ ამომრჩეველს სამომავლო დაპირებების ნაცვლად, წინა ხელისუფლების შეცდომები შეახსენეს. 

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების პარალელურად, ახალგაზრდული მოძრაობები ბიძინა ვანიშვილის სახლთან აქციას მართავენ და ქართულ ოცნებას ხელისუფლებაშ დარჩენილ დღეებს უთვლიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი