ჩინეთში კორონავირუსით დეკემბერში 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, დეკემბერში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 

 გარდაცვალების მაჩვენებელი მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ მათ შესახებ, ვინც საავადმყოფოებში დაიღუპნენ, რეალურად, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა მეტი იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც გასული კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩინეთი ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას მალავდა, პეკინის განახლებულ სტატისტიკას მიესალმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი