
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი ისევ დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ Telegram-ის არხში ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს ხერსონის საცხოვრებელ უბანს.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური",- ნათქვამია განცხადებაში.