
რუსეთი განზრახ აგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არაადამიანურია. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ და ვაიძულოთ მათ, რომ შეჩერდნენ.
წერს Twitter-ზე პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუში მორავეცკი. ცნობისთვის, ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა - 73. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.