
სროლა ლონდონში - შემთხვევის შედეგად თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა სამი ქალი და 7 და 12 წლის ბავშვები. ცნობილია, რომ 7 წლის გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან. სტაბილურად მძიმეა ერთ-ერთი ქალის მდგომარეობაც.
მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, თავდასხმა იუსტონის რკინიგზის სადგურთან ახლოს, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალი ტარდებოდა. პოლიციის განმარტებით, თავდამსხმელმა მოძრავი ავტომობილიდან გაისროლა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციას თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებია.