"ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი" | ზელენსკის სამძიმარი

გამოქვეყნდა:

"ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმის ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას, Facebook-ზე მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის ახლობლებს უსამძიმრებს. 

"ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ერის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავდით. ხელოვანის ნათელი ხსოვნა და სამძიმარი მის ახლობლებს" - წერს ზელენსკი. 

ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი