ლეგენდა წავიდა. 84 წლის ასაკში, ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა. ქართული კინოსა და მუსიკალური სცენის დაუვიწყარი ვარსკვლავი, რომლის კარიერა ათწლეულებს სწვდებოდა... ვარსკვლავი, ვისი როლები და შემოქმედება თაობებმა შეიყვარეს. თუმცა ბუბა კიკაბიძის არტისტულ თუ მუსიკალურ ნიჭთან ერთად, არანაკლებ მომნუსხველი მის პიროვნული თვისებები იყო. პრინციპული, სამართლიანი და ღირებულებების ერთგული.
ადამიანი, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი რუსეთთან და ცხოვრების ბოლო დღემდე ბოროტების იმპერიასთან მებრძოლ რაინდად დარჩა. ხელოვანი, რომლის მემორიალურ დაფასაც უამრავ საპატიო ჯილდოსთან ერთად ამშვენებს მთავარი - მისი მსმენელისა და მაყურებლის სიყვარული და პატივისცემა.