ავიაკატასტროფა ნეპალში - პოლიციის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მგზავრი გადარჩენილიყო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან", - უთხრა პოლიციის პრესსპიკერმა BBC-ს.

შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა. თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა, ის დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

თვითმფრინავში 68 მგზავრი და ბორტის 4 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის მინიმუმ 15 უცხო ქვეყნის, მათ შორის, 5 ინდოეთის, 4 რუსეთის, 2 კორეის, ირლანდიის, ავსტრალიის, არგენტინისა და საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი