ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთის ყოფილი დეპუტატი ქალი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ყოფილი დეპუტატი და მისი დაცვა მოკლეს. შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრნენ დეპუტატის ქმარი და დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი. 

32 წლის მურსალ ნაბიზადა ერთ-ერთი იყო რამდენიმე ქალი დეპუტატიდან, რომელიც ქაბულში დარჩა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანი ძალაუფლებაში დაბრუნდა.

ქაბულის პოლიციის თქმით, საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ნაბიზადა, ნანგარჰარის აღმოსავლეთის პროვინციიდან, პარლამენტის წევრად 2018 წელს აირჩიეს, ის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნებამდე იმყოფებოდა. დეპუტატი პარლამენტის თავდაცვის კომისიის წევრი იყო და მუშაობდა ადამიანური რესურსებისა განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტში.

ავღანელი დეპუტატის მკვლელობას ევროპარლამენტის წევრი ჰანა ნოიმანი გამოეხმაურა: "ძალიან დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ და მინდა, რომ ეს სამყარომ იცოდეს! ის მოკლეს სიბნელეში, მაგრამ თალიბანი გენდერულ დისკრიმინაციულ სისტემას დღის სინათლეში, ყველასთვის დასანახად აშენებდა".

მას შემდეგ, რაც ავღანეთში თალიბანი ძალაუფლებაში დაბრუნდა, ბევრ ქალს, რომელიც აქტიურად მუშაობდა, ქვეყნიდან გაქცევა მოუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი