იტალიისა და ირანის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეჩერდა

გამოქვეყნდა:

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, იტალიისა და ირანის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვა შეჩერდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია  საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, ერთ-ერთმა მათგანი იტალიიდან, მეორე კი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა ქვეყანაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი