30-წლიანი ძებნის შემდეგ, სიცილიაში იტალიის მაფიის ბოსი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ყველაზე ცნობილი სიცილიური მაფიოზური კლანის "კოზა ნოსტრას" ლიდერი მატეო მესინა დენარო დააკავეს. პოლიციამ მაფიოზი 30 წლიანი ძებნის შემდეგ პალერმოს ერთერთ კლინიკაში დააკავა.

იტალიელმა მოსამართლეებმა მატეო მესინა დენაროს 1992 წელს, ცნობილი პროკურორების ჯოანი ფალკონესა და ბორსელინოს მკვლელობის, ასევე მილანში, რომსა და ფლორენციაში მოწყობილი ტერაქტებისა და 11 წლის ბიჭის გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი