ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა - ის დავოსში ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში, დავოსში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერმინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი არიან.

"ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე", - წერია მთავრობის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი