რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას, ბოლო დღის განმავლობაში, 3 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, 15 იანვარს რუსი ოკუპანტების მხრიდან ხერსონის დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. 

როგორც იანუშევიჩი Telegram არხზე წერს, მტრის სამიზნე წითელი ჯვრის შენობა, ქალაქის საავადმყოფო, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი, გემთმშენებელი ქარხანა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები იყო.

 

მისივე თქმით, სამხრეთ რეგიონი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით (MLRS), არტილერიით, ნაღმმტყორცნებით და ტანკებით დაიბომბა. ოკუპანტებმა  ქალაქ ხერსონს 21-ჯერ შეუტიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი