ყვარლის ევროკლუბი შსს-ს მოუწოდებს ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

გამოქვეყნდა:

ყვარლის ევროკლუბი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე. საქმე ეხება გუშინდელ შემთხვევას, რომლის დროსაც ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, შენობის შესასვლელბი და გზა გადაუკეტეს.

ყვრალის ევროკლუბმა გუშინდელი ინციდენტის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დღეს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.

"2023 წლის 15 იანვარს, ევროკლუბში დაგეგმილი ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია 'ილია, ჩვენი ევროპელი მამა' ჩაიშალა. ადგილზე კოორდინირებულად შეკრებილმა აგრესიულმა ჯგუფებმა გადაკეტეს ჩვენს სივრცემდე მოსასვლელი ყველა გზა და მოწვეული მომხსენებელი ადგილამდე არ მოუშვეს. ასევე, ისინი არ აძლევდნენ ლექციაზე დამსწრე მოქალაქეებს სივრცემდე მოსვლის შესაძლებლობას და მათთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შედიოდნენ. გზის ჩაკეტვის, სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და მუქარის ფონზე, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით დაგეგმილი ლექცია ჩაიშალა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

ჩვენი მხრივ მზად ვართ გამოძიებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მომხდარზე და ასევე გადავცეთ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები", - წერია განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი