პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, სერგეი მაგნიტსკისა და მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, რადგან, მისი თქმით, "მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული, მიხეილ სააკაშვილი კი უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს".
სამხარაძე თანაგუნდელების აზრს იზიარებს და ამტკიცებს, რომ "ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და მხოლოდ მორიგი პიარსვლა," ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნების წინ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად".
"ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ" - ამბობს სამხარაძე [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
იხილეთ ასევე: