"მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს, თუმცა ეს დამოკიდებულია ექიმების რეკომენდაციაზე" | გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა მას სურვილი აქვს, რომ ხვალ, 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს.

თუმცა გიული ალასანიას თქმით, ეს დამოკიდებულია კლინიკა "ვივა მედის" ექიმების რეკომენდაციაზე. 

"ჯანმრთელობის მხრივ არის ცუდი მდგომარეობა, აქვს წონის კლება, ისევ გრძელდება ტემპერატურა, უკვე მერამდენე თვე რეგულარულად... სასამართლოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ მზად არის, რომ ჩაერთოს ამბობს, რომ მზად არის... ჩემი აზრით, ჯანმრთელობა არ აძლევს შესაძლებლობას... მთავარი ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი" - ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 17 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლებაზე იმსჯელებენ.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი