
რუსეთის მოქალაქე ანდრეი მედვედევმა, რომელიც "ვაგნერის დაჯგუფების" ყოფილი მაღალჩინოსანია, არალეგალურად გადაკვეთა ნორვეგიის საზღვარი და ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია
Associated Press-ს ნორვეგიის იმიგრაციის დირექტორატმა (UDI) დაუდასტურა.
"უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შეშფოთების გამო, UDI-ს არ შეუძლია ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება", - წერია განცხადებაში.
მედვედევის საქმე ნორვეგიის საიმიგრაციო პოლიციას გადასცეს, რუსი კი ოსლოში გადაიყვანეს, სადაც მიგრაციის კანონდამრღვევთა ცენტრში მოათავსეს. ნორვეგიის პოლიციამ ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნორვეგიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთიდან მამაკაცის უკანონო შესვლის შესახებ, რომელიც მაშინ მხოლოდ "უცხოელი" იყო. ის მესაზღვრეებმა დააკავეს. მამაკაცი სასაზღვრო ზონაში მდებარე კერძო სახლში შევიდა და პოლიციის გამოძახება სთხოვა.