
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ინფორმაციით,
ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომი, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის აფრიკული ქვეყნებისთვის მიწოდებასა და თურქეთის გაზის ჰაბად გარდაქმნის საკითხებზე ისაუბრეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსულ-თურქული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, ევროპისთვის თურქეთის გავლით, რუსული გაზის მიწოდებისა და თურქეთის გაზის რეგიონულ ჰაბად შექმნის თემები.
ასევე, პრეზიდენტებმა ისუბრეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასა და თურქეთის ინიციატივაზე ტყვეების, პირველ რიგში კი, დაჭრილების გაცვლასთან დაკავშირებით.
მათ, ასევე, განიხილეს სტამბოლის 2022 წლის 22 ივლისის შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის გატანისა და რუსული სასუქის მიწოდებასთან დაკავშირებული ბლოკების მოხსნასთან დაკავშირებით.