მინდია გოგოჭურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გუშინ, 19 ივლისს სასტუმრო "პარაგრაფში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. მას  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას ედავებიან, თუმცა გოგოჭური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გოგოჭურს გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვასაც ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი