არჩევნებისთვის მზადება ენმ-ში | პარტია ახალი დაპირისპირების საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა ახალი დაპირისპირების პირისპირ აღმოჩნდეს. თავმჯდომარეობის კანდიდატების ნაწილი უკვე საუბრობს სარეგისტრაციო და საარჩევნო ბლოკჩეინ სისტემის ხარვეზზე. რეგისტრაცია მესამე დღეა მიმდინარეობს, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 10 ათასამდე ამომრჩეველი, მაგრამ საჩივარიც ბევრია.

პრობლემები ანდროიდის სისტემაზე მოქმედ მომხმარებლებს შეექმნათ. არსებობს თუ არა რეალური შეფერხება და შესაძლოა თუ არა, რომ ეს საკითხი მთვარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევის ჩაშლის, ან შემდეგომ შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების მიზეზი გახდეს? - პარტიაში ამ წუთებში სპეციალური კომისიაა შეკრებილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი