ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, არჩილ ჩიქოვანი და გიორგი ამილხვარი - ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებმაც ევროპაში მორიგ ჯერზე, გაურკვეველი დაფინანსებით იმოგზაურეს. "ქართული ოცნების" წევრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს დაესწრნენ და სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნეს.
ვინ დააფინანსა ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი ნეაპოლში, ამ დრომდე უცნობია. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტს "მთავარი არხისთვის" ინფორმაცია მიეწოდებინა, ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე, "ოცნებამ" ხელისუფლებასთან აფილირებული გვერდები აამოქმედა. ამჯერად სახელისუფლებო ტროლებმა შეტევა ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდუსერზე, თეო გილიგაშვილზე განახორციელეს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი