
ბოლო 60 წლის განმავლობაში, 2022 წელს ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა პირველად შემცირდა.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) ინფორმაციით, 2022 წელს ჩინეთის მოსახლეობა 1, 411 მილიარდამდე შემცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 850 000 ადამიანით ნაკლებია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 1961 წელს, შიმშილობის შემდეგ, მოსახლეობის კლების შემთხვევა პირველი იყო. ისინი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კლების ტენდენციის გაგრძელებას ვარაუდობენ.
გარდა ამისა, განახლებული მონაცემების თანახმად, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს შემცირდა შობადობის მაჩვენებელიც. ხოლო, გასულ წელს, გარდაცვალების მაჩვენებელმა შობადობის მაჩვენებელს პირველად გადააჭარბა - 7,37 გარდაცვალება ათას ადამიანზე 2021 წელს ეს მაჩვენებელ 7,18-ს შეადგენდა.