პრორუსული, ძალადობრივი "ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის" წევრი, შოთა მარტინენტკო Facebook-ზე წერს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექცია მათი ორგანიზებით ჩაიშალა.
ის იმუქრება, რომ იგივე მოხდება ყველგან და ისინი "განუსაზღვრავენ დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს", სად რა უფლებები ექნებათ.
"ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.
ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს.
მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ.
ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს", - წერს მარტინენკო.
ცნობისთვის, 15 იანვარს ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, ევროკლუბის შენობის შესასვლელბი და გზა გადაუკეტეს. ადგილზე აგრესიული ჯგუფების მისვლის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ლევან ბერძენიშვილის თქმით, შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.