გაზაფხულზე ირანი რუსეთისგან Su-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს - მედია

გამოქვეყნდა:

ირანული მედია Tasmin-ის ინფორმაციით, თეირანი რუსეთიდან რამდენიმე დანიშნულების Su-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს. ამის შესახებ მედიასთან ირანელმა დეპუტატმა, შაჰრიარ ჰეიდარიმ ისაუბრა. მისი თქმით, ირანი რუსულ ავიაგამანადგურებლებს 21 მარტისთვის ელოდება. 

როგორც ჰეიდარმა აღნიშნა, ირანს რუსეთისგან ავიაგამანადგურებლების გარდა, შეკვეთილი აქვს სხვა სახის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტი სისტემები და ვერტმფრენები.

მედიის ცნობით, ზოგიერთი საბრძოლო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, განთავსდება ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო ძალების (IRIAF) ტაქტიკურ საჰაერო ბაზაზე.

როგორც გამოცემა წერს, 1990-იანებში რუსეთისგან ნაყიდი МиГ-29-ების გარდა, ბოლო წლებში ირანს ახალი საბრძოლო თვითმფრინავები არ შეუძენია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი