კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაუყინა

გამოქვეყნდა:

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს საბანკო ანგარიშები გაუყინა, რომელზეც მათ 105 მილიონი ევრო ჰქონდათ შენახული, - ამის შესახებ კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა, კონსტანტინოს პეტრიდსმა CBS-თან ინტერვიუსას ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, კვიპროსი ასევე "გაძლიერებულ კონტროლს" გაუწევს იმ რუსი ოლიგარქების კომპანიებს, რომლებიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან მოხვედრილები. ამასთან ერთად, მათ ჩამოერთმევათ კვიპროსის მიერ გაცემული ე.წ "ოქროს პასპორტები", რომლებიც რუს ოლიგარქებს შესაძლებლობას აძლევდა მარტივად გაეკეთებინათ ბიზნესი ქვეყანაში.

როგორც CBS აღნიშნავს, "ოქროს პასპორტების" გაცემა კვიპროსმა 2013 წლიდან დაიწყო. პასპორტების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეებს გადაეცათ, მათ შორის იყვნენ ოლიგარქებიც.

მხოლოდ 2022 წელს, კვიპროსულ ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეებმა 5,6 მილიარდი ევრო განათავსეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი