რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, ბელგოროდში აფეთქებებს 5 წვევამდელი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებების შედეგად 5 წვევამდელი დაიღუპა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც. 

ტელეგრამ არხის ASTRA-ს ცნობით,  ცეცხლი შებეკინოს საგუშაგოზე გახსნეს. მედია წერს, რომ დაღუპულები და დაჭრილები იქვე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის წვევამდელი ჯარისკაცები არიან და ყველა გარდაცვლილი დაახლოებით 20 წლისაა.

მანამდე რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებებს მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია. 

17 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების ხმა გაიგეს. რეგიონის გუბერნატორის თქმით, ქალაქში ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსეთი აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი