"რომ არა რუსი ჯარისკაცები სომხეთი და თურქეთი მეზობლობას შეძლებდნენ" - სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატი

გამოქვეყნდა:

სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, მმართველი პარტიის წევრის, გურგენ არსენიანის განცხადებით, ქვეყანაში რუსი ჯარისკაცების არ ყოფნის შემთხვევაში, თურქეთი სომხეთს საფრთხედ აღარ აღიქვამს და ეს ორი ქვეყანა მეზობლობას შეძლებს, - დეპუტატის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცები სამუდამოდ არ დარჩებიან სომხეთის მიწაზე, რადგან "რუსეთის პროტექციონიზმი არასაჭირო გახდება".

"რუსი შეიარაღებული ძალების სომხეთში ყოფნა სახელმწიფოს შექმნის პირველი წლის ცივილიზებული ხედვის შედეგია...რუსი ჯარისკაცების ყოფნა სომხეთის მიწაზე სამუდამო არ არის. სომხეთი მის მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზებას მოახდენს, შექმნის პლატფორმას კარგი მეზობლური ურთიერთობებისთვის, რათა მომავალი განვითარება უზრუნველყოს", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.

მისივე შეფასებით, რუსი ჯარისკაცების სომხეთში ყოფნის მიზანი არა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, არამედ თურქეთისთვის საფრთხის შექმნაა.

"ისინი თითს იშვერენ თურქეთისკენ... სომხეთში თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედროების განლაგების მთავარი მიზანი არ არის სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არამედ, პირველ რიგში, თურქეთისთვის საფრთხის შექმნა... თურქეთი არასდროს დაგვმუქრებია. სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ასეთი გამოცდილება არ გვქონია", - ამბობს დეპუტატი.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რუსი ჯარისკაცები აღარ იქნებოდნენ სომხურ მიწაზე წარმოდგენილები, დეპუტატი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სომხეთი აღარ იქნებოდა საფრთხის შემცველი სხვა მეზობლებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის.

"ისინი რომ არ იყვნენ აქ, სომხეთი გახდება ქვეყანა, რომელც არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი მეზობლისთვის, მათ შორის თურქეთისთვის. როგორ შეიძლება სომხეთი საფრთხეს წარმოადგენდეს თურქეთისთვის? ჩვენ გადავიქცევით მეზობლებად, რომლებიც არ არიან საშიშები მათთვის, ზუსტად ისე როგორც საქართველო ან ირანი, და ამ შემთხვევაში, რუსული პარადიგმის გამოვლინებები შეწყდება", - განმარტავს არსენიანი.

შეგახსენებთ, რომ შირაქის ოლქში, გიუმრში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცების კონტინგენტი 1995 წლიდან არის განთავსებული. თავდაპირველად, 2010 წელს სომხეთში რუსი ჯარისკაცები 25 წლით უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მოგვიანებით ვადა 49 წლამდე გაახანგრძლივეს. ახლა რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნის 2044 წლამდე შეძლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი