ბელგოროდთან რუსი სამხედროების განლაგების ადგილზე ჯარისკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა - დაიღუპა მინიმუმ 7

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის მახლობლად, რუსი სამხედრო მოსამსახურეების განლაგების ადგილზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული "ინტერფაქსი" სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დაკარგულთაგან ოთხი გარდაცვლილი იპოვეს. ამრიგად, დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა", - უთხრეს რუსულ მედიას. 

მათივე ცნობით, კიდევ 4 პირის ძებნა გრძელდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის მახლობლად მდებარე სამხედროების განლაგების ადგილზე სერჟანტის მიერ ყუმბარის უნებლიე აფეთქების შედეგად ოცეულის საბრძოლო მასალა აფეთქდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი