ერთადერთი გამოსავალი რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალებაა, იმიტომ რომ, ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ვხედავთ, რომ აჭიანურებენ პროცესებს. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან ეს არის საქართველოში, ჩვენ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებების გარეშე და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, იმიტომ, რომ „ქართული ოცნებამ“ გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი არ გამოვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას მოვემზადოთ მოქმედებისთვის და ბრძოლისთვის. ბრძოლის გარეშე ჩვენ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება გახდის რუსეთის გუბერნიად. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია - პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, იმიტომ რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა."

განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი