პუტინმა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

2023 წლიდან 2026 წლამდე რუსეთი არმიაში "ფართომასშტაბიან ცვლილებებს" აანონსებს. პუტინმა  შეიარაღებული ძალების რაოდენობის მილიონნახევრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე. გარანტირებულია სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. მხოლოდ შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების გაძლიერებით“, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრს შოიგუს განცხადებაში.

შოიგუმ ასევე ხაზი გაუსვა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის დაკომპლექტების, საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდის, მათ შორის "რუსეთის ახალ ტერიტორიებზე", ასევე, ჯარის საჭიროებების შესაბამისად სასწავლო პროგრამების გადახედვის მნიშვნელობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი