
დნიპროში, რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი, დაშავდა 79.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს. უკრაინული საჰაერო ძალების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსს რუსული Kh-22-ის ტიპის რაკეტა მოხვდა.